Belive

ეკატერინე გორგოძე რუმინეთში მიმდინარე ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 147-ე ჩოგანმა, ეკატერინე გორგოძემ, რუმინული ტურნირის, BCR Iasi Open-ის, პირველ წრეში ფრანგი მეტოქე, კლარა ბურელი (127) ორ სეტში, ანგარიშით 7:5, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ სეტში 2:5-ს აგებდა, თუმცა გორგოძემ მეტოქის ჩაწოდებაზე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და შეხვედრაში ზედიზედ 11 გეიმის მოგება შეძლო. მომდევნო ეტაპზე ეკატერინეს მეტოქე დღეს, ნადია პოდოროშკასა (190) და ილონა გიოროაიეს (360) დაპირისპირებაში გაირკვევა. BCR Iasi Open-ის საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარია, გორგოძე ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი.

სხვა სტატიები