Belive

დომინიკ ტიმი როლან გაროსის ფინალშია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საფრანგეთის ღია პირველობაზე დომინიკ ტიმმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო. მატჩი 5 სეტის განმავლობაში გრძელდებოდა. ტიმმა ჯოკოვიჩი ანგარიშით 6-2, 3-6, 7-5, 5-7, 6-3 დაამარცხა. როლან გაროსის ფინალში, ტიმის მოწინააღმდეგე "თიხნარის მეფედ" წოდებული რაფაელ ნადალი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში როჯერ ფედერერს უშანსოდ მოუგო. აღსანიშნავია რომ მე-5 სეტის დროს, ძლიერი წვიმის გამო, მატჩი დროებით შეწყდა. ამ დროისთვის ანგარიში 2:2 იყო, ხოლო ტიმი კი მე-5 სეტს ანგარიშით 3:1 იგებდა. თამაშის გაგრძელების შემდეგ, მატჩის სადავეები დროებით ჯოკოვიჩის მხარეს გადავიდა, თუმცა საბოლოო ჯამში, გამარჯვება მაინც ავსტრიელს დარჩა. საერთო ჯამში, მატჩი 4 საათისა და 13 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

სხვა სტატიები