Belive

დოჰას ტურნირზე ბასილაშვილი მე-3 ნომრადაა განთესილი

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 21-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-იან ტურნირზე (Qatar ExxonMobil Open) ასპარეზობას, სადაც მე-3 ნომრადაა განთესილი, მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ლორენცო მუსეტისა (იტალია, 63) და საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს შორის გაირკვევა. დოჰაში პირველ ნომრად განთესილი დენის შაპოვალოვი იქნება, მეორე კი – რობერტო ბაუტისტა-აგუტი. ნიკოლოზმა ბოლოს როტერდამის ტურნირზე ითამაშა, სადაც მაკდონალდთან პირველივე წრეში დამარცხდა. Qatar ExxonMobil Open-ი 14 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტს მოუგო.

სხვა სტატიები