Belive

დენ ევანსი: "ჩოგბურთელების COVID-19-ით დაინფიცირებაზე პასუხისმგებელი ჯოკოვიჩია"

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ბრიტანეთის პირველი ჩოგანის, დენ ევანსის განცხადებით, ნოვაკ ჯოკოვიჩს მეტი პასუხისმგებლობა მართებს იმასთან დაკავშირებით, რომ გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩსა და ვიქტორ ტროიცკის კორონავირუსი დაუდგინდათ - მისი შეფასებით, ყველაფერი იმისგან არის გამოწვეული, რომ ჯოკოვიჩმა უსაფრთხოების ზომები არ გაითვალისწინა და ადრიატიკის ტური დააორგანიზა. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა სიას თავად ნოვაკ ჯოკოვიჩიც შეუერთდა - სერბმა ჩოგბურთელმა მეუღლესთან ერთად ტესტირება ჩაიტარა და ორივე მათგანი დაინფიცირებული აღმოჩნდა.
"ჯოკოვიჩმა ყველას ძალიან ცუდი მაგალითი მისცა," აღნიშნა დენ ევანსმა.
ევანსის სიტყვებს დაეთანხმა ენდი მარიც, რომლის განცხადებითაც, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენების ხარჯზე ტურნირის ჩატარება კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფუძველი შეიძლება გახდეს. ჯოკოვიჩი გააკრიტიკა "ცუდი ბიჭის" სახელით ცნობილმა ნიკ კირგიოსმაც: “ვლოცულობ თითოეულ ჩოგბურთელზე, რომელიც Covid-19-ით დაინფიცირდა. ნუ ისაუბრებთ იმ უპასუხისმგებლობებსა და სისულელეებზე, რაც მე ოდესმე ჩამიდენია – რაც მოხდა, ამაზე დიდ სისულელე არ არსებობს,” - თქვა კირგიოსმა ჯოკოვიჩის მიერ დაორგანიზებულმა ადრეატიკის ტურმა სტარტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აიღო და შემდეგ ხორვატიაში, ქალაქ ზადარში გადაინაცვლა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირის მონაწილეები სოციალური დისტანცირების წესებს, პრაქტიკულად, საერთოდ არ ემორჩილებოდნენ. მოედანზე დაპირისპირების გარდა, მოთამაშეები პრეს კონფერენციებს ერთად ესწრებოდნენ და საერთო ფოტოებსაც იღებდნენ. მეტიც, ისინი გასართობად ფეხბურთსა და კალათბურთსაც თამაშობდნენ და დახურულ ღამის კლუბშიც ერთობოდნენ.

“ტურნირი მხოლოდ გულწრფელი მიზნებით იყო გამართული. ის მიზნად გაერთიანებას და საზოგადოებისთვის სოლიდარობის გზავნილის მიწოდებას ისახავდა. ეს იყო ფილანტროპული იდეა, რომლის მიზანიც ფონდების მოძიება იყო. მე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, თუ როგორი ენთუზიაზმით ჩაერთო ხალხი ამ პროექტში,” – აღნიშნა ჯოკოვიჩმა.
აპრილში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი იყო: “არ მინდა ვინმემ მაიძულოს, რომ ვაქცინა გავიკეთო,” განაცხადა მაშინ ჯოკოვიჩმა

სხვა სტატიები