Belive

მსოფლიო ჩოგბურთის ტურნირებს 7 ივნისამდე ვეღარ იხილავს

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

გავლენიანი მედიაგამოცემა Eurosport იუწყება, რომ ყველანაირი საჩოგბურთო ტურნირი დროებით გაუქმებულია/გადადებულია, მიზეზი, უკვე არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიების ჩამშლელი და ხელისშემშლელი ფაქტორი - კორონავირუსია (covid-19). ATP-სა და WTA-ს ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად 7 ივნისამდე დაგეგმილი ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება გაუქმებულია/გადადებულია.

"ამჟამად არსებული გეგმის თანახმად ყველანაირი საჩოგბურთო ღონისძიება, რომელიც 7 ივნისამდე იყო ჩანიშნული გადადებულია და მათ 8 ივნისიდან განვაახლებთ. ვმუშაობთ იმისათვის, რომ არცერთი ტურნირის გაუქმება არ მოგვიწიოს და შევადგინოთ განახლებული, სრულყოფილი გრაფიკი, რომელიც 2020 წელზე იქნება გათვლილი"  "აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ ATP-სა და WTA-ს ტურნირებს არ ეხებათ, არ ჩატარდება არც Challenger ტურნირები და არც ITF", - ასეთია ATP-სა და WTA-ს ერთობლივი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ცნობილი გახდა ასევე საფრანგეთის ღია პირველობის განახლებული თარიღი, როლან გაროსი 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბრამდე გასტანს.

სხვა სტატიები