პირველად კარიერაში - ეშლი ბარტიმ უიმბლდონი მოიგო
3 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქალთა შორის უიმბლდონის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ეშლი ბარტი გახდა, რომელმაც ფინალში კაროლინა პლიშკოვა (13) სამ სეტში, ანგარიშით 6:3, 6:7, 6:3 დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. ბარტიმ უიმბლდონის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 1 700 000 ფუნტი გამოიმუშავა. პლიშკოვა კი 1300 ქულასა და 900 000 ფუნტს დასჯერდა. უიმბლდონის ბოლო გამარჯვებული სიმონა ჰალეპი იყო, რომელმაც 2019 წელს ფინალში სერენა უილიამსს აჯობა.
Destiny fulfilled 🇦🇺@AshBarty is our new Ladies' Singles Champion 🏆#Wimbledon pic.twitter.com/Yeh7wldDuv — Wimbledon (@Wimbledon) July 10, 2021