მარიამ ბოლქვაძე ახალი კვირიდან ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ჩაერთო, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ადგილობრივი ჩოგბურთელი იუ იუანი გახლდათ.
მარიამ ბოლქვაძემ იუანის ბარიერი საკმაოდ მარტივად 2-სეტში, ანგარიშით - 6:2, 6:2 დაძლია.
მარიამ ბოლქვაძე ამჟამად მსოლფიო რეიტინგის 158-ე პოზიციაზეა.
მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე ისევ ადგილობრივი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 360-ე ნომერი, ციუე სუნი იქნება.
Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.