Belive

BBC - ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე იასპარეზებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი - ნოვაკ ჯოკოვიჩი, Australian Open-ზე ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციას, გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება BBC ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა Australian Open-ზე მონაწილეობის მისაღებად ნებართვა უკვე მიიღო. ტურნირში მონაწილე ყველა ჩოგბურთელი, ორგანიზატორი და მომსახურე პერსონალი ვაქცინირებული უნდა იყოს, ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ვაქცინაციისაგან გათავისუფლების ცნობა გააჩნდეს. ჯოკოვიჩმა სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციისაგან გათავისუფლების ცნობა მიიღო. Australian Open-ის 9-გზის ტრიუმფატორმა ვაქცინაციის სტატუსის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ტურნირის დაწყებას.
"შესვენების დრო ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად ფანტასტიკურად გამოვიყენე. ვაქცინაციისაგან გათავისუფლების ცნობა მივიღე - მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტურნირის მსვლელობისას ჩოგბურთით ვიცხოვრებ", - აღნიშნა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. 
შეგახსენებთ, Australian Open მელბურნში, 17 იანვარს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები