ბასილაშვილმა ჰარისთან წააგო და ბერგამოს ჩელენჯერს გამოეთიშა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ბერგამოს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს 393-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ ბილი ჰარისთან (234) ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მატჩი 1 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზს პირველ სეტში, 4:5-ზე (მეტოქის ჩაწოდებისას), სამი სეტ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.
ბასილაშვილმა გუშინ ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ჰადი ჰაბიბს მოუგო და 10-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მაისში იდაყვზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც რამდენიმე თვე გაუცდა.