ბასილაშვილის პირველი მეტოქე პარიზის მასტერზე ცნობილია
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 94-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე ასპარეზობას 1/32-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე კვენტინ ჰალისი (69) იქნება.
ბასილაშვილი ჰალისს წელს უიმბლდონზე შეხვდა და ოთხ სეტში დაამარცხა.
მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 1/16-ფინალში ლორენცო მუსეტის ან მარინ ჩილიჩს შეხვდება.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი კარლოს ალკარასია, მეორე რაფაელ ნადალია, მესამე კი – კასპერ რუუდი.
პარიზის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც შარშან ფინალში დანილ მედვედევს მოუგო.
ბასილაშვილმა ბოლოს ვენის ტურნირზე იასპარეზა, სადაც 1/16-ფინალში დანილ მედვედევთან დამარცხდა. ქართველ ჩოგბურთელს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი აქვს (ერთ შეხვედრაში მეტოქე ტრავმის გამო დანებდა), თანაც ისე, რომ სეტიც არ მოუგია.