Belive

ბასილაშვილის მეტოქე როლან გაროსის მეორე წრეში ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე როლან გაროსის მეორე წრეში ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ღია პირველობის 1/32 ფინალში 18 წლის ესპანელ, კარლოს ალკარასს (97) დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა დღეს პირველი წრე დამაჯერებლად ჩაატარა. 29  ქართველმა დუშან ლაიოვიჩი 4 სეტში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ესპანელი ჩოგბურთელი უკვე რამდენიმე წელია წარმატებულად ასპარეზობს. ალკარასი მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც ATP-ში პირველი შეხვედრა მოიგო.

სხვა სტატიები