Belive

ბასილაშვილის მეტოქე დოჰას ტურნირზე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰაში ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ტურნირზე უკვე ცნობილია. ბასილაშვილი მსოფლიოს 139-ე ჩოგან, ელიას იმერს დაუპირისპირდება. 25 წლის შვედი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში ჟოაო სოუზას შეხვდა და პორტუგალიელი 3 სეტში დაამარცხა. რაც შეეხება ნიკოლოზს, ის დოჰაში განთესილია და შესაბამისად, პირველ სეტში ისვენებდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის ღია პირველობა მოიგო. მან 250-იანთა თანრიგის ტურნირზე დაამარცხა ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან: როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი, ტეილორ ფრიტცი და რობერტო ბაუტისტა-აგუტი.

სხვა სტატიები