Belive

ბასილაშვილის მარტივი გამარჯვება - შემდეგი ფედერერია?!

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე 250-იანთა თანრიგის ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი დღეს მალეკ ჯაზირის (242) დაუპირისპირდა და 2 სეტში - 6:2; 6:2 მოიგო. შეხვედრა მხოლოდ 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა 37 წლის ტუნისელ მეტოქესთან 5 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი 2-ჯერ დათმო. ბასილაშვილმა ჯაზირის წინააღმდეგ 5 ეისი დააგროვა, პირველი ცდით ჩაწოდებული ბურთების 82% კი გამარჯვებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ შემდეგ წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, შესაძლოა, როჯერ ფედერერი იყოს. შვეიცარიელი ლეგენდა თავის თამაშს დანიელ ევანსის წინააღმდეგ ატარებს, მოგების შემთხვევაში კი ის სწორედ ნიკოლოზს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ 5 თამაშიანი წაგებათა სერიის შემდეგ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მან პირველ წრეში ჯონ მილმანი დაამარცხა.

სხვა სტატიები