Belive

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მე-2 წრეშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში დაწყებულ ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში გერმანელი დასტინ ბრაუნი (303) 2 სეტში - 6:3; 7:6 დაამარცხა. 36 წლის ჩოგბურთელი, რომელსაც 2015 წლის უიმბლდონზე რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული, ტურნირზე Wild Card-ით მოხვდა. ბასილაშვილმა ბრაუნის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. ნიკოლოზმა დასტინის წინააღმდეგ 7 ეისი მოაგროვა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირის მერვედფინალში მარინ ჩილიჩსა (49) და რუდოლფ მოლეკერს (262) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები