ბასილაშვილი რომის მასტერსს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა
2 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16-ფინალში კანადელ მეტოქესთან, დენის შაპოვალოვთან (16) ორ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:7 დამარცხდა. მატჩი 1 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი შაპოვალოვს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდა და პირველი შეხვედრა დათმო. რომში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე ალექსანდრ ზვერევია, მესამე კი – რაფა ნადალი. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, ესპანელმა შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.
Flying into the third round ✈️ 🇨🇦 @denis_shapo gets past Basilashvili 6-4 7-6(5).@InteBNLdItalia | #IBI22 pic.twitter.com/TWwturJ3ro — ATP Tour (@atptour) May 10, 2022