Belive

ბასილაშვილი ოლიმპიადაზე | ქართველი ჩოგბურთელის მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ნიკოლოზს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის გამოცდილება უკვე ჰქონია, ვინაიდან ის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეც იღებდა მონაწილეობას. ნიკოლოზის ტოკიოში ასპარეზობასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო. ამჟამინდელი მონაცემების თანახმად ჩვენს ქვეყანას 22 დადასტურებული ლიცენზიანტი ჰყავს. მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წამომადგენლები. ბასილაშვილს ოლიმპიადამდე უმნიშვნელოვანესი დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი აქვს სათამაშო, რომელიც 28 ივნისს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები