Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დამარცხდა

7 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 111-ე ნომერია შტუტგარტის 250-ქულიანი ტურნირის Boss Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევაფინალში შვეიცარიელ 309-ე მარკ-ანდრე ჰიუსლერთან 2 სეტში დამაცხდა - 1:6, 5:7. დაპირისპირება 1:05 საათი მიმდინარეობდა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან მარტივად, თითქმის უბრძოლველად სულ რაღაც 21 წუთში დათმო, ხოლო მეორე სეტი ნიკოლოზმა 44 წუთი ითამაშა. ეისები 4-10-ის წინააღმდეგ იყო მეტოქის სასარგებლოდ, ხოლო ორმაგი შეცდომები ნიკოლოზს 7 ჰქონდა, ჰიუსლერს კი 1.

Boss Open ტურნირი 250-ქულიანია და საპრიზო ფონდი 757 320 ათასი ევროა.