საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება.
ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც.
ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ.
იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. იუბანკსის შემდეგ, ალბერტ რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და პირადი რეკორდი დაამყარა - გავიდა მასტერსის 1/8-ფინალურ ეტაპზე.
1/8-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, რომელსაც დამაჯერებლად, 2-სეტში, ანგარიშით - 6:4; 7:6(6) სძლია და მასტერსის ტიპი 1/4-ფინალში გასვლით პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერ, სტეფანოს ციციპასსა და 27-ე ნომერ ალექს დე მინოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.