Belive

ბასილაშვილი მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მალიორკას ღია პირველობაზე (ATP-ის 250-იანი ტურნირი) ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე მატს როზენკრანცი (346) იქნება. შეხვედრა შაბათს, 14:30 საათზეა ჩანიშნული. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ანტუან ბელერსა (307) და კარლოს ტაბერნერს (88) შორის მოგებულს დაუპირისპირდება. მალიორკაში პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – დენის შაპოვალოვი. ბასილაშვილმა ბოლოს ჰალეს ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც 1/8-ფინალში ოსკარ ოტესთან დამარცხდა. Mallorca Open-ის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში სემ კუერის მოუგო.


სხვა სტატიები