მსოფლიოს 25-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალიორკას ღია პირველობის (ATP-ის 250-იანი ტურნირი) პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელ მეტოქესთან - მატს როზენკრანცთან (346) ორ სეტში, ანგარიშით 6:7, 6:7 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე როზენკრანცი ანტუან ბელერს (307) დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს კარლოს ტაბერნერთან (88) იმარჯვა.
მალიორკაში პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – დენის შაპოვალოვი.
Mallorca Open-ის მოქმედი ჩემპიონი მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში სემ კუერის მოუგო.