Belive

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში რთულ მეტოქეს შეხვდება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ლიონში მიმდინარე ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირი დასკვნით ფაზაში შევიდა. ცნობილია ორივე ნახევარფინალური წყვილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი (18), რომელიც საფრანგეთის ჩელენჯერზე პირველ ნომრადაა განთესილი, ხვალ კანადელ ოჟე ალიასიმს (28) შეხვდება. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სულ რაღაც 18 წლისა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ოჟე ალიასიმს 2 თვის წინ ნიკოლოზი მაიამის ტურნირზე ჰყავს დამარცხებული, ლიონში კი ამ ჩოგბურთელების მე-2 დაპირისპირება შედგება.

სხვა სტატიები