Belive

ბასილაშვილი ისევ დამარცხდა - მას ტრავმა აქვს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მონტე კარლოს მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში, ფილიპ კრაინოვიჩთან (39) დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი მარტივად, ანგარიშით, 1:6 დათმო, თუმცა თამაშის ხარისხი ვერც შეხვედრის დარჩენილ ნაწილში გამოასწორა. ნიკოლოზი მე-2 სეტში 29 წლის სერბს თავიდანვე ბრეიკით ჩამორჩა (0:2), რის შემდეგაც მან თამაშიდან მოხსნა გადაწყვიტა. ამის მიზეზი კანის ტრავმაა. ბასილაშვილი იტალიაში, კალიარის ტურნირზე დაშავდა და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.  

სხვა სტატიები