ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსის პირველ წრეში დანიელ ევანსი დაამარცხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელ მეტოქეს 2 სეტში - 7:6; 6:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი პირველ სეტს 3:5-ს აგებდა, თუმცა გადამწყვეტ გეიმში ბრეიკი შეასრულა და საბოლოოდ, 5 გეიმში ზედიზედ გაიმარჯვა.
დაპირისპირება 1 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა - ნიკოლოზმა შეხვედრაში 2 ეისის შესრულება მოახერხა. გარდა ამისა, 30 წლის ქართველის ანგარიშზე 35 ვინერსი და 36 უნებლიე შეცდომა იყო.
ნიკოლოზი, რომელიც განახლებულ რეიტინგში 25-ე პოზიციაზეა, 1/16-ფინალში ლორენცო სონეგოსა (28) და დენის შაპოვალოვს (16) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.