ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის პირველ წრეში მსოფლიოს მე-8 ჩოგანს შეხვდება
მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე (Terr Wortmann Open) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ანდრეი რუბლიოვი (8) იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ოსკარ ოტესა (61) და მიომირ კეცმანოვიჩს (31) შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი რუბლიოვს კარიერაში მეექვსედ ხვდება, წინა 5 შეხვედრიდან 3-ში რუსმა იმარჯვა, 2 მატჩი კი ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. ჰალეში პირველ ნომრად განთესილი დანილ მედვედევია, მეორე სტეფანოს ციციპასია, მესამე კი – ანდრეი რუბლიოვი. ბასილაშვილმა ბოლოს შტუტგარტის ღია პირველობაზე თამაშა, სადაც 1/8-ფინალში ნიკ კირიოსთან დამარცხდა. Terr Wortmann Open-ის მოქმედი ჩემპიონი უგო უმბერია, ფრანგმა შარშან ფინალში სწორედ რუბლიოვს მოუგო.
Here you go! @DaniilMedwed vs. @David__Goffin & @AndreyRublev97 vs. #Basilashvili @NickKyrgios vs. @daniel_altmaier & @BenjaminBonzi vs. @steftsitsipas 👌🏻 #draw #exciting #TWO22 #TWO #TERRAWORTMANNOPEN #tennis #ATP #ATP500 #ATPTour #grass #hallewestfalen pic.twitter.com/PWli8MjEnt — TERRA WORTMANN OPEN (@ATPHalle) June 11, 2022