ბასილაშვილს ცინცინატის ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს
3 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ცინცინატის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. 1000-ქულიანი მასტერსი 7-18 აგვისტოს ჩათვლით აშშ-ში ტარდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბასილაშვილმა ამერიკელი, მსოფლიოს 155-ე ნომერი, კრისტოფერ ეუბანკსი დაამარცხა. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა და ბასილამ 3 სეტში შეძლო გამარჯვების მოპოვება (6:4 | 4:6 | 7:6).
ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ნიკოლოზ ბასილაშვილს, კიდევ ერთი ამერიკელის, კოლტონ სმიტის დამარცხება მოუწევს, 22 წლის ჩოგბურთელი რეიტინგში 136-ე ადგილს იკავებს, ქართველი კი, ამ მომენტისთვის, 112-ეა. შეხვედრა 6 აგვისტოს, 21:00 საათზეა ჩანიშნული.