ბასილაშვილი ABN AMRO Open-ს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა
1 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ABN AMRO Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში მსოფლიოს 87-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგ მეტოქესთან, კონსტანტ ლესტიენთან (48) ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 1 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი ლესტიენს რამდენიმე დღის წინ, 7 თებერვალს, მონპელიეშიც შეხვდა, თუმცა, ის მატჩი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა (6:7, 7:5, 6:2).
როტერდამის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე კი – ფელიქს ოჟე-ალიასიმი.
AMRO Open-ის მოქმედი ჩემპიონი სწორედ ოჟე-ალიასიმია, რომელმაც შარშან ფინალში სტეფანოს ციციპასს მოუგო.