ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
1 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის 1/64-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 49-ე ჩოგანი, 19 წლის იაკუბ მენშიკი (ჩეხეთი) იქნება. მატჩი კვირას, 12 იანვარს, გაიმართება.
ქართველმა ჩოგბურთელმა გრანდ სლემის ძირითად ბადეში მოსახვედრად გრძელი გზა გაიარა და 3 მატჩის მოგება შეძლო. ნიკოლოზმა დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ფრანჩესკო პასარო ორ სეტში დაამარცხა.
1/64-ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე კასპერ რუდი ან ხაუმე მუნარი იქნება.
მენშიკმა ავსტრალიის ღია პირველობაზე შარშანაც იასპარეზა და მე-2 რაუნდში ჰუბერტ ჰურკაჩთან წააგო. ჩეხმა პირველ წრეში დენის შაპოვალოვის დამარცხება შეძლო.
რაც შეეხება ბასილაშვილს, ნიკამ ავსტრალიაში 2023 წელს ითამაშა და ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა.