5:7, 6:4, 4:6, 6:7(2) - ციციპასის სასარგებლოდ.შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი სტეფანოს ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის 1/4-ფინალურ ეტაპზე ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა, რომელსაც 4-სეტიან დაპირისპირებაში ტოლი არ დაუდო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ახალგაზრდა ბერძენი ჩოგბურთელი მოქმედ ლეგენდას - რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.
ფრენსის ტიაფო Vs. რაფაელ ნადალი
3:6, 4:6, 2:6 -ნადალის სასარგებლოდ.შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
ახალგაზრდა ამერიკელი ფრენსის ტიაფო 2019 წლის დიდი სლემის რიგით პირველ ტურნირზე ქების მეტს არაფერს იმსახურებს, ვინაიდან შესანიშნავი თამაშის წყალობით 1/4-ფინალურ ეტაპამდე მიაღწია, სადაც მისი მეტოქე ესპანელი მატადორი - რაფაელ ნადალი გახლდათ. რაფამ მეტოქეს 3 სეტის განმავლობაში მხოლოდ 9 გეიმი დაუთმო და დიდი სლემის ნახევარფინალში გავიდა.
დანიელ როუზ კოლინსი Vs. ანასტასია პავლიჩენკოვა
2:6, 7:5, 6:1 - კოლინსის სასარგებლოდ.შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
ჩოგბურთის კრიტიკოსები დანიელ როუზ კოლინსს საკმაოდ ალმაცერად უყურებდნენ, თუმცა ჩოგბურთელმა საკუთარი ძალა ყველას დაანახა და დიდი სლემის 1/4-ფინალში გავიდა - მეტსაც გეტყვით, რომ მან მეტოქე რთულ დაპირისპირებაში, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხა. კოლინსის 1/4-ფინალური ეტაპის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 44-ე ნომერი ანასტასია პავლიჩენკოვა იყო. მომდევნო ეტაპზე დანიელ როუზ კოლინსი პეტრა კვიტოვას შეხვდება.
პეტრა კვიტოვა Vs. ეშლი ბარტი
6:1, 6:4 -კვიტოვას სასარგებლოდ.შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:
როგორც ჩანს პეტრა კვიტოვა ახალ საჩოგბურთო სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდა. ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი ეშლი ბარტი იყო, რომელსაც საათსა და 10 წუთში გაუმკლავდა. კვიტოვამ მეტოქეს მხოლოდ 5 გეიმი დაუთმო. მომდევნო ეტაპზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კვიტოვას მეტოქე დანიელ როუზ კოლინსი იქნება.