შანხაის მასტერსის რიგით მესამე ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერ ბორნა ჩორიჩსა და რეიტინგის 51-ე პოზიციაზე მყოფ მეთიუ ებდენს შორის გაიმართა.
შეხვედრის ფავორიტად სპეციალისტები ბორნა ჩორიჩს მიიჩნევდნენ.
პირველი სეტის მე-2 და მე-3 გეიმებში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, ანგარიშით 5:5-ზე კი ბორნა ჩორიჩმა ბრეიკი შეასრულა, რომელსაც საკუთარი მოწოდებაც დაუმატა და 7:5 გაიმარჯვა.
მეორე სეტში ახალგაზრდა ხორვატმა 2-ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა, საბოლოოდ ებდენმა მეტოქის უპირატესობა მხოლოდ 1-ბრეიკამდე შეამცირა, შესაბამისად შეხვედრა 2 სეტში დასრულდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში ასეთია - 7:5, 6:4 ბორნა ჩორიჩი ნახევარფინალშია სადაც მისი მეტოქე როჯერ ფედერერსა და კეი ნიშიკორს შორის შეხვედრაში გადაწყდება.