მოგეხსენებათ, რომ ATP-ს წლის წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში ტარდება, ტურნირის ლოკაცია კიდევ ორი წელი უცვლელი დარჩება, თუმცა 2021 წლიდან შემაჯამებელი ტურნირი სხვა ქალაქში გადაინაცვლებს.
ATP-ის გადაწყვეტილებით 2021 წლიდან 2025 წლამდე ტურნირის მასპინძელი 4 ქალაქი დასახელდა, ესენია: მანჩესტერი, ტურინი, სინგაპური და ტოკიო.
გამარჯვებული ქალაქის ვინაობა 2019 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.