Belive

ბერლინში დიდი ჩოგბურთი ბრუნდება?!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში მორიგი სიახლეა - გერმანიის საჩოგბურთო ასოციაცია დიდ სურვილს გამოთქვამს, რომ მათი დედაქალაქი საჩვენებელი ტურნირის მასპინძელი გახდეს. საჩვენებელი ტურნირი დიდი ალბათობით შედგება კიდეც, თუმცა მთავარი სანახაობრივობის თვალსაზრისით მონაწილეთა ვინაობაა. საჩვენებელი ტურნირი ბალახის საფარიან კორტზე გაიმართება, მასში მონაწილეობას 6 მამაკაცი და 6 ქალი მიიღებს. როგორც ცნობილია, ამჟამად უკვე დადასტურებულია, რომ ტურნირზე დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი, ნიკ კირგიოსი და იანიკ სანერი იასპარეზებენ.
"რა თქმა უნდა, ჩვენგან ძალიან დიდი თხოვნა როჯერ ფედერერსაც მიუვა", - განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა ედვინ ვაინდორფერმა.
როჯერ ფედერერს ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია, მას ფეხზე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. ბერლინის საჩვენებელ ტურნირზე მონაწილეობის თხოვნა ადგილობრივმა ჩოგბურთელმა ანჟელიკ კერბერმაც მიიღო, მასთან ერთად ტურნირის ორგანიზატორებმა მოწვევა ელინა სვიტოლინას, კიკი ბერტენს, ჯულია გორგესსა და ანდრეა პეტკოვიჩსაც გაუგზავნეს.

სხვა სტატიები