Belive

აშშ-ის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
31 აგვისტოს აშშ-ის ღია პირველობა დაიწყება, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი (27) მიიღებს. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ რაუნდში ჯონ მილმანი იქნება. 31 წლის  ავსტრალიელი ამჟამად რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს. ნიკოლოზს მილმანთან დადებითი ბალანსი აქვს - 2 გამარჯვება და 1 მარცხი. ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2018 წლის პარიზის მასტერსზე შეხვდნენ. პირველი წაგებული სეტის შემდეგ, ჯონმა თამაშის გაგრძელება ბასილაშვილთან ვეღარ მოახერხა. მილმანის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც აშშ-ის ღია პირველობაზე 22-ე ნომრად არის განთესილი, ფრენსის ტიაფოსა (81) და ანდრეა სეპის (88) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები