9 თვიანი პაუზის შემდეგ, ემა რადუკანუ კორტს ავსტრალიაში დაუბრუნდება
21 წლის ბრიტანელი ჩოგბურთელი - ემა რადუკანუ, მძიმე ტრავმის შემდეგ კორტს ავსტრალიაში დაუბრუნდება. ინფორმაციას ბრიტანელი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ადასტურებს, რომ იგი დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტებს უბრუნდება.
ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ ემა რადუკანუმ ავსტრალიის ღია პირველობაზე WildCard-ი მოითხოვა, თუმცა ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ჩოგბურთელი უარით გაისტუმრეს, თუმცა ATP ოკლენდზე თამაშის თანხმობა მისცეს.
Making her comeback at the @ASB_Classic
— LTA (@the_LTA) December 7, 2023
🙌 @EmmaRaducanu 🙌#BackTheBrits 🇬🇧 pic.twitter.com/pub1edjsER
ATP ოკლენდი 2024 წლის 1-8 იანვარში გაიმართება, სადაც 2021 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული WildCard-ით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ ემა რადუკანუმ ბოლო მატჩი 18 აპრილს შტუტგარტის შეჯიბრზე გამართა და იელენა ოსტაპენკოსთან 2:0 დამარცხდა.