5 საათი და 36 წუთი - US OPEN-ზე რეკორდული და ისტორიული მატჩი შედგა
წლის მესამე სლემმა - ამერიკის ღია პირველობამ სტარტი 19 აგვისტოს აიღო და 9 სექტემბერს დასრულდება.
US OPEN-ის 2024 წლის პირველი ეტაპის შეხვედრები ოფიციალურად დასრულებულია, თანაც დიდებული მატჩით დაიხურა, რომელიც ამ შეჯიბრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მატჩი გამოდგა.
კერძოდ, ბრიტანელი - დანი ევანსისა და რუსი - კარენ ხაჩანოვის მატჩი 5 საათისა და 36 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რაც ამ შეჯიბრის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შედეგია.
მატჩი 5 სეტით დასრულდა, სადაც დანი ევანსმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა - კერძოდ, მეხუთე სეტში, ბრიტანელი ჩოგბურთელი 0:4-ს აგებდა და საკუთარ ჩაწოდებაზე მის მეტოქეს ორმაგი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, თუმცა ევანსმა ამ მატჩის მოგება მაინც შეძლო.
I სეტი | დანი ევანსი 6:7 კარენ ხაჩანოვი
II სეტი | დანი ევანსი 7:6 კარენ ხაჩანოვი
III სეტი | დანი ევანსი 7:6 კარენ ხაჩანოვი
IV სეტი | დანი ევანსი 4:6 კარენ ხაჩანოვი
V სეტი | დანი ევანსი 6:4 კარენ ხაჩანოვი