40 წლის ასაკში ბრწყინავს | ვავრინკამ დიდ სლემებზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა
40 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი - სტენ ვავრინკა, ავსტრალიის ღია პირველობაზე კარიერაში ბოლოჯერ თამაშობს და ბრწყინვალედ გამოიყურება.
3-გზის სლემის გამარჯვებული ვეტერანი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში გავიდა. მან 4.5 საათიანი ბრძოლაში, 5-სეტში, 21 წლის ფრანგი - არტურ გეა დაამარცხა, იქამდე კი 1/32-ფინალში, სერბ - ლასლო ჯერეს 4-სეტში აჯობა.
ამ გამარჯვებით ვავრინკა ჩოგბურთის ისტორიაში ბრწყინვალე შედეგები დააფიქსირა, კერძოდ:
სტენ ვავრინკა 1978 წლის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გახდა, რომელმაც დიდი სლემის შეჯიბრზე მესამე რაუნდში გავიდა
დიდი სლემების ისტორიაში იგი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 5-სეტიან დაპირისპირებებში 49-ე გამარჯვება მოიპოვა (48 - როჯერ ფედერერი, 47 - ნოვაკ ჯოკოვიჩი, 45 - ფერნარდო ვერდასკო)
🚨 Stan Wawrinka has become the oldest man since 1978 to reach the 3rd round of a Grand Slam.
— The First Serve (@TheFirstServeAU) January 22, 2026
And he does so playing his 49th five-setter at majors - the most of anyone in tennis history.
Defeats 🇫🇷 Gea in over 4.5 hours.
Legendary. Stan The Man 🇨🇭🇨🇭 pic.twitter.com/CYxG7gzJ5b
ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელის მეტოქე, მსოფლიოს მე-9 ნომერი, ამერიკელი - ტეილორ ფრიცი იქნება.
აქვე შეგახსენებთ, რომ სტენ ვავრინკა, რომელიც 2 თვეში 41 წლის გახდა, ATP ტურში ბოლო სეზონს ატარებს. მას წლების განმავლობაში 3 გრანდ სლემი აქვს მოგებული (2014 - ავსტრალიის ღია პირველობა, 2015 - როლან გაროსი, 2016 - ამერიკის ღია პირველობა). ჯამში კი 16 ტიტული აქვს მოპოვებული და ჩოგბურთის ისტორიაში მე-10 პოზიციაზე იმყოფება გამომუშავებული თანხის რაოდენობით.