Belive

3-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, სინერი გამარჯვებით დაბრუნდა

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი დოპინგ სკანდალის გამო მიღებული 3-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, კორტზე გამარჯვებით დაბრუნდა.

დიდი სლემის ტურნირების 3-გზის ტრიუმფატორი, რომის ტურნირზე ასპარეზობს და არვენტინელი მეტოქე, მარიანო ნავონე 2 სეტში (6:3/6:4) დაამარცხა.

სინერმა არგენტინელი მეტოქის დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და ემოციების მოთოკვა გაუჭირდა.

საოცარი განცდაა, ამას დიდხანს ველოდი. დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ძალიან კარგი მეტოქე მყავდა და გამარჯვებით გახარებული ვარ. შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი დღე გამოვიდა. - იანიკ სინერი

იანიკ სინერი რომის ტურნირის 1/8-ფინალში ნიდერლანდელი იესპერ დე იონგის ბარიერის გადალახვას შეეცდება.

სხვა სტატიები