Belive

2021 წლის ფინალი, 2022 წლის 1/16-ფინალში | ბასილაშვილი ინდიან უელსზე

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ინდიან უელსი 2021 წლის ქართული ჩოგბურთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბასილაშვილი მასტერსის ტიპის ტიტულთან ერთ ნაბიჯში იყო, მეორე რიგში კი იმიტომ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ერთ ტურნირზე ერთბაშად 600 ქულის მოპოვება შეძლო.  პანდემიის გამო, 2021 წელს საჩოგბურთო სატურნირო კალენდარში ცვლილებები იყო, რის გამოც ინდიან უელსი ოქტომბერში გაიმართა. 2022 წელს კი ამერიკული მასტერსი ჩვეულ დროს, მარტის თვეს დაუბრუნდა.
basilashviliiii

წლევანდელი ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის რადიკალურად განსხვავებულია წინა წლისგან, ვინაიდან ქართველ ჩოგბურთელს ფინალამდე ურთულესი გზის გავლა მოუწევს.

ბასილაშვილის სავარაუდო გზა ფინალამდე


  • 1/16-ფინალი - კამერონ ნორი
  • 1/8-ფინალი - სტეფანოს ციციპასი 
  • 1/4-ფინალი - დანილ მედვედევი 
  • 1/2-ფინალი - რაფაელ ნადალი 
  • ფინალი - რუბლევი/ბერეტინი

ნიკოლოზი ტურნირზე მე-18 ნომრად არის განთესილი, რის გამოც, პირველი ეტაპი უბრძოლველად გაიარა. მეორე წრეში კი ქართველი ჩოგბურთელისთვის ოპონირება იტალიელ ფაბიო ფონინის უნდა გაეწია, რომელიც ტურნირიდან მოეხსნა, შესაბამისად, ბასილაშვილი ტურნირის 1/16-ფინალში უბრძოლველად გავიდა. 1/16-ფინალურ ეტაპზე ქართველ ჩოგბურთელს ბრიტანელი ოპონენტი - კამერონ ნორი დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ფინალი, წლევანდელი ტურნირის ნაადრევ სტადიაზე მეორდება. ექსპერტების შეფასებით ბასილაშვილისა და ნორის წყვილს შორის, ფავორიტად ბრიტანელი ჩოგბურთელია მიჩნეული. შეხვედრა 15 მარტს, თბილისის დროით 05:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები