ენდი მარი შტუტგარტის ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს.
ლეგენდარულმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დღეს 1/4 ფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი 2 სეტში - 7:6; 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მარი თავისთვის საყვარელ ბალახის საფარზე შესანიშნავად გამოიყურება. 35 წლის ჩოგბურთელმა წელს ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ 1 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ენდიმ 2016 წელს, შემაჯამებელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, რეიტინგის TOP 5-ის წევრის წინააღმდეგ პირველად გაიმარჯვა.
ენდი მარი Boss Open-ის ნახევარფინალში ნიკ კირიოსს (78) დაუპირისპირდება. ავსტრალიელსა და დიდ ბრიტანელს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 8-ჯერ უთამაშიათ, საიდანაც 6 მოგება მარის ანგარიშზეა.
ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი) – სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) –7:6; 6:3 (მიმოხილვა)