Belive

რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში ეკრძალებათ - ATP-სა და WTA-ს გადაწყვეტილება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის შემდეგ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს სანქციები ATP-მა და WTA-მაც დაუწესა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანოები რუსეთის ქმედებებს გმობენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. WTA-სა და ATP-ის გადაწყვეტილება:

  • ტურნირი, რომელიც ოქტომბერში, მოსკოვში უნდა გამართულიყო, რუსეთში აღარ ჩატარდება.
  • რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციები საერთაშორისო ფედერაციის წევრები აღარ არიან. ასევე, ორივე ქვეყანას ეკრძალება ITF-ის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.
  • რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ინდივიდუალურ ტურნირებსა და გრანდ სლემებზე, თუმცა ისინი ვერ იასპარეზებენ რუსეთის ან ბელარუსის სახელითა და დროშებით.

სხვა სტატიები