Belive

განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი - კაცები (20.05.2024)

7 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

გასულ კვირაში რომის მასტერსი მიმდინარეობდა, რომელიც 27 წლის გერმანელი ჩოგბურთელის, ალექსანდრ ზვერევის გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიმდინარეობა მოსალოდნელს საგრძნობლად ასცდა - რეიტინგის მოწინავე ჩოგბურთელები უჩვეულოდ ადრეული სტადიებიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას.

შედეგად, საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა სხვადასხვა ჩოგბურთელებს მიეცათ, მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი ნიკოლას ჯერია, რომელმაც ფინალურ სტადიამდე მიაღწია. ასევე გამოსარჩევია ალეხანდრო ტაბილო, რომელმაც პლანეტის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და ტომი პოლი, რომელმაც შესანიშნავი გზა გაიარა, ასპარეზობა კი ნახევარფინალურ სტადიაზე დაასრულა.

ახალი კვირის სტარტზე ATP-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა:

პოზიცია

მოთამაშე

სარეიტინგო ქულა

1

ნოვაკ ჯოკოვიჩი

9 860

2

იანიკ სინერი

8 770

3

კარლოს ალკარასი

7 300

4

ალექსანდრ ზვერევი

6 345

5

დანილ მედვედევი

6 295

6

ანდრეი რუბლევი

4 700

7

კასპერ რუდი

4 185

8

ჰუბერტ ჰურკაჩი

3 885

9

სტეფანოს ციციპასი

3 700

10

გრიგორ დიმიტროვი

3 615

11

ალექს დე მინო

3 490

12

ტეილორ ფრიცი

3 025

13

ჰოლგერ რუნე

2 700

14

ტომი პოლი

2 655

15

ბენ შელტონი

2 500

16

ნიკოლას ჯერი

2 295

17

უგო უმბერი

2 285

18

კარენ ხაჩანოვი

2 090

19

ალექსანდრ ბუბლიკი

2 020

20

სებასტიან ბაეზი

1 985

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამჟამად რეიტინგში ყველაზე მოწინავე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც 75 სარეიტინგო ქულით, მსოფლიოს 515-ე პოზიციას იკავებს.