Belive

ვინ უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როჯერი აწ უკვე 40 წლისაა, ჯერ კიდევ ჰყავს შესანიშნავი ტრიო - ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი. შესანიშნავი სამეულიდან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ნოვაკ ჯოკოვიჩია. აღნიშნული ფაქტი ნათლად დასტურდება მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩს ან ფედერერის ან ნადალის წინააღმდეგ უწევს თამაში - კორტზე ყოველთვის დომინირებს მისი მეტოქეების გამამხნევებელი შეძახილები. რამდენიმე წლის წინ, ზემოთხსენებულ თემას ჯიმ კურიე შეეხო: "ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ჯოკოვიჩი საჩოგბურთო სამყაროში ფედერერისა და ნადალის ჰეგემონიის დროს გამოჩნდა. მაშინ როდესაც ჩოგბურთის ქომაგები ორად იყოფოდნენ - ფედერერისა და ნადალის ქომაგები", - განაცხადა ჯიმ კურიემ. ჯოკოვიჩის ნაკლებ პოპულარულობას ფედერერთან და ნადალთან შედარებით ყველაზე ცხადად სოციალური ქსელები ადასტურებს:

Facebook: 

როჯერ ფედერერი - 18,6 მილიონი მოწონება რაფაელ ნადალი - 14.8 მილიონი მოწონება ნოვაკ ჯოკოვიჩი - 10.5 მილიონი მოწონება

Instagram:

როჯერ ფედერერი - 8.7 მილიონი გამომწერი რაფაელ ნადალი - 12.1 მილიონი გამომწერი ნოვაკ ჯოკოვიჩი - 9.3 მილიონი გამომწერი

Twitter:

როჯერ ფედერერი - 12.7 მილიონი გამომწერი რაფაელ ნადალი - 15.6 მილიონი გამომწერი ნოვაკ ჯოკოვიჩი - 8.8 მილიონი გამომწერი

საერთო ჯამში:

  1. რაფაელ ნადალი - 42 500 000 მოწონება/გამომწერი
  2. როჯერ ფედერერი - 40 000 000 მოწონება/გამომწერი
  3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 28 600 000 მოწონება/გამომწერი

სხვა სტატიები