გურამ კაშია: "ყველა მატჩში ასე უნდა ვითამაშოთ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი. შესაძლოა თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ, დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ", - ციტირებს 34 წლის ფეხბურთელის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.ანგარიში შეხვედრის წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა