Belive

ამერიკაში დევიდ ბექჰემს ძეგლი გაუხსნეს!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე "ლოს ანჯელეს გალაქსიმ" თავის ყოფილ ფეხბურთელსა და ინგლისის ნაკრების კაპიტანს, დევიდ ბექჰემს, ძეგლი გაუხსნა. 43 წლის ყოფილ მანჩესტერელს, MLS 5 სეზონის განმავლობაში ორჯერ აქვს მოპოვებული. მსგავსი მოვლენა პირველია ამერიკული საფეხბურთო ლიგის ისტორიაში. "დღეს ოცნება ამიხდა"- განაცხადა ბექჰემმა, რომელიც "ინტერ მაიამის" მფლობელია. ამ გუნდის დებიუტი MLS-ში 2020 წელს შედგება. "მე ნამდვილად ვამაყობ, იმით რომ შევქმენი ისეთი რაღაც, რაც მე ახალგაზრდობას შემინარჩუნებს და ერთ დღესაც როდესაც ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და განსაკუთრებით შვილები მოვლენ ამ ადგილზე, იხილავენ თუ რა შევქმენი მე და რას მივაღწიე კარიერის განმავლობაში", - დაამატა დევიდმა სამადლობელ სიტყვას. ღონისძიებას "Dignity Health Sports Park"-ში ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი სახეები როგორებიცაა: რობი კინი, კობი ბრაიანტი, სნუპ დოგი და სხვები.

სხვა სტატიები