"ღმერთის ხელი" მე მეკუთვნის - ეს განცხადება ლუის სუარესმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ურუგვაის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.
დაძაბული 1/4-ფინალური მატჩის მიწურულს განას გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეეძლო, რომელიც ლუის სუარესმა ხელით მოიგერია - შეხვედრის მთავარმა არბიტრმა სუასრესი მოედნიდან გააძევა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც განელებმა ვერ გამოიყენეს.
სუარესის ქმედების შემდეგ, ურუგვაი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.