UEFA-ს ოფიციალური საიტის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის III ტურის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 4 ფეხბურთელი იბრძვის, ესენი არიან:
ედინ ჯეკო (რომა);
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული);
დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი);
აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდის ბორუსია).
ჯეკომ და სალაჰმა დუბლის შესრულება მოახერხეს, სილვას ზუსტი გადაცემების მაჩვენებელი 95%-ს შეადგენდა, ხოლო ჰაკიმიმ კი 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.