Belive

ტრავმიდან დაბრუნებული ნეიმარის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს | VIDEO

13 საათის წინ ვიდეო მიმოხილვები
1 წთ

ბრაზილიაში, პაულისტას ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში სანტოსმა ველო კლუბე 6:0 დაამარცხა.

2-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ მოედანს ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი დაუბრუნდა, 34 წლის შემტევი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან, 46-ე წუთზე ჩაერთო და 82-ე წუთზე საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.

ასისტამდე ნეიმარის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშეს, მაგრამ მძიმე ტრავმას გადაურჩა და შეხვედრის გაგრძელება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ნეიმარმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ის მოედანს სწორედ დღეს დაუბრუნდა. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.