რუსეთის VTB ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში, "ზენიტი" "ცსკას" დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 73:78 დასრულდა. "ზენიტის" დამარცხებაში ლომის წვლილი თორნიკე შენგელიამ დაიდო. "ცსკას" ქართველმა ვარსკვლავმა, პარკეტზე თანაგუნდელებს შორის ყველაზე შედეგიანი თამაშით შეძლო თავის გამოჩენა. 31:36 წუთში, თორნიკე შენგელიამ 17 ქულის, 7 მოხსნისა და 1 ასისტის დაგროვება შეძლო.