Belive

სტეფ კარის ფენომენალური სტატისტიკა ვაშინგტონის წინააღმდეგ (ვიდეო)

1 წთ
"გოლდენ სტეიტ უორიორზის" ვარსკვლავმა, სტეფ კარიმ მორიგი ფენომენალური პერფორმანსით აღაფრთოვანა გულშემატკივარი. NBA-ის რეგულარული სეზონის მე-5 ტურის შეხვედრაში, "გოლდენ სტეიტი" "ვაშინგტონს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 144:122 დასრულდა. "ოკლენდელთა" გამარჯვებაში ლომის წვლილი სტეფ კარიმ დაიდო, რომელმაც 51 ქულას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ კარიმ 16-დან 11 სამქულიანი ჩააგდო. ჯამში, "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავურმა ტრიომ (კარი,დურანტი, ტომპსონი) 100 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები