Belive

სრული სიგიჟე, რომლის მსგავსსაც იშვიათად თუ ნახავთ

1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ოკლაჰომა" "ნიუ ორლეანსს" დაუპირისპირდა. ოკლაჰომაში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 110:113 დასრულდა. მატჩის უკანასკნელი წამები დრამატული გამოდგა - ორივე გუნდმა სრული სიგიჟე შემოგვთავაზა, რომელიც კალათბურთის სტაჟიან გულშემატკივარსაც კი იშვიათად უნახავს. შეხვედრის დასრულებამდე 1.4 წამით ადრე, ჟილ-ალექსანდერმა "ბაზერით" ანგარიში გაათანაბრა. "ოკლაჰომას" კალათბურთელები ოვერტაიმისათვის ემზადებოდნენ, რა დროსაც დევონტე' გრემმა საკუთარი ნახევრიდან ზუსტი 3-ქულიანი შეასრულა.

სხვა სტატიები