Sky Sports-ის კურიოზული შეცდომა ჰადერსფილდი მანჩესტერ სიტის მატჩის დროს (ვიდეო)
"დორტმუნდის" 23-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი, იან სევერტი უკანასკნელ დღეებში ბრიტანული ტაბლოიდების ყურადღების ეპიცენტრშია. გავრცელებული ინფორმაციით, "ჰადერსფილდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ სევერტის კანდიდატურა განიხილება. პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც "ჰადერსფილდი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა - Sky Sports-ის წარმომადგენლებმა კურიოზული შეცდომა დაუშვეს. გავლენიანი სპორტული სააგენტოს წარმომადგენლებს ტრიბუნაზე მჯდომი მამაკაცი იან სევერტი ეგონათ და მასთან ჟურნალისტი გაგზავნეს. ინტერვიუს შესათანხმებლად მისული ჟურნალისტი, პატრიკ დევიდსონი პირდაპირ ეთერში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.
🤦♂️@skysports_PatD thought he had found Jan Siewert, the bookies favourite for the #HTAFC job, in the John Smith's stands.... He hadn't! pic.twitter.com/44jn1w65M9 — Sky Sports Premier League (@SkySportsPL) January 20, 2019